მიმდინარე წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 6%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, თებერვალში დიდთოვლობის გამო, ეკონომიკური აქტივობა შედარებით დაბალი იყო, თუმცა, 6% ზრდა მაინც დაიქსირდა.
„დღევანდელი გლობალური პრობლემების გათავლისწინებით, ეს მაღალი ციფრია, თანაც ეს არის წინასწარი მაჩვენებელი და სავარაუდოდ, იგი გაიზრდება“ - განმარტა გილაურმა.
მისივე თქმით, გასული წლის მარტის მონაცემებთან შედარებით, ფასების 2%-იანი კლება შეინიშნება.
„მაშინ 10,11%-იანი ინფლაციური ფონი იყო. საზოგადოებას ვუხსნიდით, რომ ქართულ ბაზარზე ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტის გაძვირებით იყო გამოწვეული, წელს კი, ფასების კლება ისევ საერთაშორისო ბაზაზე პროდუქტის გაიაფებას უკავშირდება “- განაცხადა გილაურმა.
