მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 105 მლნ აშშ დოლარს შეადგენს
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 105 მლნ აშშ დოლარს შეადგენს
13:56 24.04.2012
2012 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილების ექსპორტმა 105 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 20%-ია.
ფეროშენადნობების ექსპორტი 59 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. მისი წილი მთლიან ექსპორტში -11%-ია.
მესამე ადგილზე თხილის ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 40 მლნ აშშ დოლარი და ექსპორტის 8% შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მიმდინარე წლის იანვარ–მარტში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტი 181 მლნ აშშ დოლარია.

ბეჭდვა