საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა
საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა
11:58 24.04.2012
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 244 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მონაცემებზე 17%-ით მეტია.
საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტზე 539 მლნ აშშ დოლარი მოდის, ხოლო იმპორტზე - 1 706 მლნ აშშ დოლარი.
„საქსტატის“ მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ–მარტში 1 167 მლნ აშშ დოლარი - საგარეო სავაჭრო ბრუნვის 52% შეადგინა.
2012 წლის იანვარ–მარტში, 2009 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ექპორტი 147%-ით გაიზარდა. 2009 წლიდან მოყოლებული გაზრდილია ასევე, იმპორტი და საგარეო სავაჭრო ბრუნვაც.


ბეჭდვა