ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის იანვარ-მარტში 621 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26%-ით მეტია.
621 მლნ-დან ექსპორტი - 106 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი – 515 მლნ აშშ დოლარი იყო.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში თურქეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის, უკრაინის, ჩინეთის, რუსეთის, აშშ-ს, ბულგარეთის, იაპონიის, ყაზახეთის და დანარჩენი პარტნიორების წილმა 28% შეადგინა. მათ შორის ექსპორტში - 20% და იმპორტში 30%.
დსთ-ის ქვეყნებთან კი, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2012 წლის იანვარ–მარტში 715 მლნ აშშ დოლარზე ფიქსირდება. აქედან ექსპორტი 243 მლნ აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი– 472 მლნ აშშ დოლარი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32% იყო. მათ შორის, ექსპორტში 45 % და იმპორტში 28%.
