კომპანიები „მაგთიკომი“ და „სამსუნგი“ ერთობლივ აქციას იწყებენ, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
აქციის ფარგლებში მომხმარებელი, რომელიც პირველ აგვისტომდე „სამსუნგის“ პრემიუმ კლასის ოთხი მობილური ტელეფონიდან ერთ-ერთს შეიძენს, „მაგთიკომისგან“ და „სამსუნგისგან“ საჩუქრად 1 წლის განმავლობაში ყოველთვე 1 გიგაბაიტ ინტერნეტს მიიღებს.
„სამსუნგის“ „ანდროიდის“ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონების მფლობელები 1 წლის განმავლობაში „მაგთიკომის“ HSPA+ ტექნოლოგიის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „მაგთიკომიდან“ აცნობეს, აქციაში მხოლოდ ის ტელეფონები ჩაერთვება, რომელთა დისტრიბუცია „სამსუნგის“ მიერ ოფიციალურად ხორციელდება.
მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც „მაგთიკომის ოფისებში“, ასევე ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც „სამსუნგის“ ჰოლოგრამიანი ტელეფონები იყიდება.
