საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით არსებული გარემოს პრეზენტაცია დღეს დუბაის საემიროში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, სასტუმროში ”Shangri-La” მასშტაბური ბიზნესფორუმი ჩატარდება, რომელსაც 150-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
საქართველოს დელეგაციის წევრები მათ ქვეყანაში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებსა და საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
ქართული მხრიდან ღონისძიებებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ”რაკია საქართველოს” თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, ”საქართველოს ბანკის”, იურიდიული კომპანია ”BLC”-ს და ბათუმის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაციის გამართვა დიდ ბრიტანეთსა და უკრაინაშიც იგეგმება. გუშინ კი, პრეზენტაცია ყატარში შედგა.
