ჩეხეთი საქართველოსთან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს დაამყარებს
ჩეხეთი საქართველოსთან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს დაამყარებს
17:01 23.04.2012
საქართველო 22 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელთანაც ჩეხეთის რესპუბლიკა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს დაამყარებს. ამის შესახებ  ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ მილან შტეხმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკამ 22 ქვეყანასთან ექსპორტის სპეციალური სტრატეგია დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ჩეხეთი პარტნიორ ქვეყნებში ინფრასტრუქტურის მშენებლობას შეუწყობს ხელს.

"ეს იქნება საწარმოებისა და სხავადასხვა ფირმების აშენება, რომლებიც საჭირო ნივთებს გამოუშვებენ. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს დასაქმებას, რადგან შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები" – განაცხადა მილან შტეხმა.

ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია სენატის თავმჯდომარის მილან შტეხის ხელმძღვანელობით საქართველოს გუშინ ეწვია. დღეს თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გაიხსნა.

ბეჭდვა