სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ დიცში ნიადაგის დაფრეზვის სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც "ნიუსპრესს" სოფლის მეურნების სამინისტროდან აცნობეს, დაფრეზვა სიახლეა და იტალიური წარმოების სპეციალური მექანიზმით - ,,ფრეზის აპარატით" ხდება.
სოფლის მეურნების სამინისტროში აცხადებენ, რომ დაფრეზვა ნიადაგის სტრუქტურას აუმჯობესებს და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას აადვილებს.
40 ერთეული იტალიური ფრეზის ტექნიკით ნიადაგის გაფხვიერება საქართველოს რეგიონებში უკვე მიმდინარეობს. დამატებითი 40 ერთეული ფრეზის მისაბმელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით კიდევ გადაანაწილებს.
