საქართველოს შვედეთის სტატისტიკის დეპარტამენტის ორი ჯგუფი ეწვია.
ვიზიტი სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
შვედი სტუმრების ერთი ჯგუფი ქართველ კოლეგებთან ერთად ორი კვირის განმავლობაში ბიზნესრეგისტრის მონაცემთა ბაზებზე იმუშავებს, ხოლო მეორე ჯგუფი ფასების სტატისტიკის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად, იმ ცვლილებებსა და შედეგებს განიხილავს, რომელიც სამმართველოში ბოლო პერიოდში განხორციელდა.
შვედეთის სტატისტიკის დეპარტამენტი „საქსტატს“ ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგისა და სხვა ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) აფინანსებს.
