თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს
10:46 23.04.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარემ  მილან სტეჩმა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გახსნეს.
ფორუმი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით მიმდინარეობს.

როგორც "ნიუსპრესს" ეროვნული საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიების მიზანი ბიზნესპარტნიორების მოძიება და საქმიანი თანამშრომლობის დამყარებაა.

ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართება და ქართულ კომპანიებს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა ექნებათ.

ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია სენატის თავმჯდომარის მილან სტეჩის ხელმძღვანელობით საქართველოს გუშინ ეწვია. დელეგაციაში არიან ბიზნესმენები სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, სამრეწველო, სამშენებლო, საკონსულტაციო და საფინანსო სექტორებიდან.

ბეჭდვა