კომპანია "შატო მუხრანის" ღვინის სტუდია დღეს ძველ თბილისში, მეიდანზე გაიხსნება.
"შატო მუხრანის" სტუდიაში სტუმრები
ღვინის დაგემოვნებას, მის შეძენას შეძლებენ, ასევე, ისინი "შატო მუხრანის" უძველეს ტრადიციებს და ახალ შეთავაზებებს, სტუდიაში წარმოდგენილ ვიდეო და ფოტო-მასალას, საინტერესო პუბლიკაციებს და გამოცემებს გაეცნობიან, დაათვალიერებენ ღვინოსთან დაკავშირებულ ტრადიციულ და თანამედროვე აქსესუარებს.
პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, პეტერ სვაეტიჩინი დაესწრებიან.
პირველი ქართული შატო - "შატო მუხრანი" ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა ივანე მუხრანბატონმა 1878 წელსა შექმნა. 1882 წლიდან "შატო მუხრანი" პირველი ქართული ღვინო იყო, რომელიც ექსპორტზე გავიდა.
