ხვალ სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი გაიხსნება
ხვალ სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი გაიხსნება
17:22 22.04.2012
საქართველოში სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი ხვალ სასტუმრო ,,რედისონში გაიხსნება.
ღონისძიების ორგანიზატორები დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სამხრეთ აფრიკის ,,ტრანსვაალის სასოფლო-სამეურნეო კავშირი’’ არიან.

კონგრესს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და ,,ტრანსვაალის სასოფლო-სამეურნეო კავშირის’’ გენერალური მენეჯერი ბენი ვან ზილი გახსნიან.

პრეზენტაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრი ვერა ქობალია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მალხაზ აქიშბაია, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე წარადგენენ.

კონგრესს 60-მდე სამხრეთაფრიკელი ფერმერი და სამხრეთაფრიკული ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი.

კონგრესის მიზანს საქართველოში სამხრეთაფრიკული ინვესტიციების მოზიდვა და სამხრეთაფრიკელ ფერმერთა გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.




ბეჭდვა