დიმიტრი გვინდაძე კოსტარიკელ, გვატემალელ და პანამელ კოლეგებს შეხვდა
დიმიტრი გვინდაძე კოსტარიკელ, გვატემალელ და პანამელ კოლეგებს შეხვდა
15:44 22.04.2012

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი კოსტარიკის, გვატემალისა და პანამის ფინანსთა მინისტრებს შეხვდა.


როგორც დიმიტრი გვინდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მიზანი ამ ქვეყნებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება იყო.
„გამოითქვა ცალსახა, მკაფიო და გულწრფელი მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული რეფომებისა და ეკონომიკური პოლიტიკისადმი. ამან აშშ-ში გამართულ ყველა შეხვედრაზე გაიჟღერა. ამასთან, ჩვენთან განხორციელებული რეფორმებისადმი ყველას დიდი ინტერესი ჰქონდა“ - აღნიშნა მან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან ერთად იმყოფებოდა.

ბეჭდვა