დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ საქართველოში კიდევ ბევრჯერ ჩამოვა
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ საქართველოში კიდევ ბევრჯერ ჩამოვა
12:48 22.04.2012
ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ „ტრამპ თაურის“ პროექტი, რომელიც ბათუმში უნდა განხორციელდეს, განსაკუთრებყული იქნება.  ამის შესახებ მან ბათუმში პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ვიმყოფებოდე. მე მინდა მოვულოცო ქართველებს „სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელს გიორგი რამიშვილს, მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ის არ ჩერდება და სურს რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებული იყოს, მაიკლ კოენი და ჩემი გუნდი ამიტომაც დავთანხმდით ამის გაკეთებას. იმედის თვალით ვუყურებთ ამ ყველაფერს“ - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, მსოფლიოში ყველა საქართველოზე, მის პრეზიდენტზე და ქვეყნაში მომხდარ ტრანსფორმაციაზე საუბრობს.
„ამ რეგიონის გარეთ ყველა თქვენზე საუბრობს, გილოცავთ, თქვენ ხართ დიდი ადამიანი. იმედი მაქვს მე კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ საქართველოში“ - მიმართა დონალდ ტრამპმა მიხეილ სააკაშვილს.
ტრამპი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, მან თბილის დაათვალიერა და საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა, რომელმაც ბიზნსმენი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
ბათუმში ამ წუთებში „ტრამპ თაურის“ პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

ბეჭდვა