„ტრამპ თაურის“ პროექტის პრეზენტაცია უკვე დაიწყო
„ტრამპ თაურის“ პროექტის პრეზენტაცია უკვე დაიწყო
12:27 22.04.2012
ბათუმში „ტრამპ თაურის“ პროექტის პრეზენტაცია უკვე დაიწყო.
პროექტის უშუალო დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობამდე, ღონისძიებაზე ამ წუთებში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის.
პრეზიდენტმადე კი, პროექტის იდეაზე კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, როცა ამერიკელ ბიზნესმენ დონალდ ტრამპთან პარტნიორობაზე დაიწყო საუბარი, არავის სჯეროდა, რომ ასე მოხდებოდა, თუმცა, დღეს ტრამპი საქართველოს პარტნიორია.
მისი განმარტებით, კომპანიას სურდა ბათუმში ნიუ-იორკული სული შეეტანა და „ტრამპ თაუერის“ განხორციელება გადაწყდა. მისი თქმით, პროექტი ერთ წელში განხორციელდება.
„ტრამპ თაუერის“ მშენებლობა ბათუმის სანაპიროს განვითარების ახალი გეგმის ნაწილია. ტერიტორია, რომელმაც განახლებული სახე უნდა მიიღოს, 160 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
47-სართულიან შენობაში ბიზნესცენტრი, სპა და ფიტნეს კლუბები, ლაუნჯბარები და საცხოვრებელი ბინები განთავსდება, რომელთა ფართი 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე იქნება.

ბეჭდვა