ამ წუთებში, საგამოფენო ცენტრ„ექსპო ჯორჯიას“ ეზოში „ქართული ოცნების“ წევრები უკვე შეკრებილები არიან, თუმცა პარტიის წევრების რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა.
„ექსპო ჯორჯიას“ ეზოში იმყოფება ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და კახი კალაძის მამა კარლო კალაძე.
„ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას აპირებს, ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ აპარატის ყოფილი უფროსი დავით ლორთქიფანიძეც. “ნიუსპრესსთა“ საუბარში მან დაადასტურა, რომ ის „ქართული ოცნების წევრი გახდება.
„ექსპო ჯორჯიას“ ეზოსი იმყოფება აგრეთვე კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე, თუმცა ის დღეს ყრილობაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იქნება.
„ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდება ასევე ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური.
