„საშინაო სკოლის“ აქტიურ მომხმარებლებს „პე-ეს-პე“ და „ბი-თი-ეი ბანკი“ დაასაჩუქრებენ
„საშინაო სკოლის“ აქტიურ მომხმარებლებს „პე-ეს-პე“ და „ბი-თი-ეი ბანკი“ დაასაჩუქრებენ
10:08 21.04.2012
„სილქტივის“ სოციალურ-შემეცნებითი პროექტის „საშინაო სკოლის“ 200-მდე ყველაზე აქტიური მომხმარებლები წამახალისებელი პრიზებით დღეს დასაჩუქრდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ „სილქნეტიდან“ აცნობეს, ქართული ენისა და ლიტერატურის ვიდეოგაკვეთილების 100 აქტიურ მომხმარებელს სააფთიაქო ქსელი „პე-ეს-პე“ 50 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.
2012 წლის ბოლომდე, ვაუჩერის მფლობელს მისი წარდგენისას „პსპ“-ს ნებისმიერ აფთიაქში 50 ლარის ფარგლებში ნებისმიერი პროდუქციის არჩევის შესაძლებლობა ექნება.
მათემატიკის ვიდეოგაკვეთილების აქტიურ 100 მომხმარებელს კი, „ბი-თი-ეი ბანკი“ „სილქ საფულის“ ანგარიშზე 50 ლარს ჩაურიცხავს, საიდანაც კომუნალური გადასახადების გადახდა, საპატრულო ჯარიმების დაფარვა და სხვა მომსახურების განხორციელებაა შესაძლებელი.
„სილქნეტმა“ ინტერაქტიული ტელევიზიის - „სილქტივის“ მომხმარებელს ახალი საგანმანათლებლო პროექტი - „საშინაო სკოლა“ წელს შესთავაზა. სალექციო ხასიათის ვიდეოგაკვეთილებიდან მომხმარებელი ირჩევს საგანს, კლასს და გაკვეთილს, რომლის ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია.
„საშინაო სკოლის“ სერვისი უფასოა და საქართველოს მასშტაბით „სილქტივის“ ყველა მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი.

ბეჭდვა