ამერიკელი ბიზნესმენის, კომპანია „ტრამპის ორგანიზაციის“ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაახლოებით 11:00 საათზე დაეშვება.
როგორც „ნიუსპრესს“ პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ტრამპს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
პრესსამსახურის ცნობით, ამერიკელი ბიზნესმენის საქართველოში ვიზიტი „ბათუმი ტრამპ თაუერის“ მშენებლობას უკავშირდება.
ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაცია 22 აპრილს, სავარაუდოდ 11:00-12:00 საათზე დაიწყება.
ცათამბჯენის პროექტის პრეზენტაციას ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ დონალდ ტრამპი დაესწრება.
