პრეზიდენტი 2 წელიწადში კახეთში უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ელის
პრეზიდენტი 2 წელიწადში კახეთში უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ელის
19:16 20.04.2012
კახეთში უმუშევრობის პრობლემა უახლოესი 2 წლის განმავლობში საერთოდ მოიხსნება. ამის შესახებ წინანდალში სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ წინანდალში ყველა ღვინის ქარხანა გაჩერებული იყო, ახლა კი ახალი ღვინის ქარხნები იხსნება.
მიხეილ სააკაშვილმა საინვესტიციო კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამსახურებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ამ კომპანიის მიერ ბათუმში აშენებული „რედისონის“ სასტუმრო ყველა ექსპერტმა აღიარა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ის ქართველმა, საკუთარი ქვეყნისთვის შექმნა.
„როდესაც ქვეყანაში ქართული ბიზნესი ბოლომდე განვითარდება და სამუშაო ადგილები შეიქმნება, საქართველო სხვადასხვა ძალების, ავანტურისტების სათამაშო აღარ იქნება“- განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მეტყველებს, რომ საქართველოში საინვესტიცო ფონი სწარაფად ვითარდება.
„საინვესტიციო ფონი ჩვენთან ბევრად უფრო მაღალია რეგიონის სხვა დიდ ქვეყნებთან შედარებით და იგი ყველა ჩვენი მტრის გეგმას პარქტიკულად ცივ წყალს ასხამს. ეს უნდა გავაგრძელოთ“- აღნიშნა სააკაშვილმა.

ბეჭდვა