წინანდალში სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობის დაწყების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრება.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენიმე წლის წინ წინანდალში სასტუმროს აშენებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო.
მისი თქმით, 2004 წელს კახეთში არ იყო არცერთი მოქმედი სასტუმრო. 2004 წლის შემდეგ კი, სასტუმროები - „ლიზი“, „რჩეული“, „კავკასიონი“, „ლოპოტა“, „შატომერე“, „ვარდისუბანი“, „ძველი თელავი“, „თამარიონი“, „კახური ეზო“, „გალავნის კარი“, „ირმების გადასახედი“ და სხვები გაიხსნა.
„თელავს შემოდგომაზე ახალი სასტუმრო „ბლუ ვესტერნი“ დაემატება. ასევე, კომპანია „რუმსი“ და „ჰოლიდეი ინნ“-ი ყვარელში ახალ სასტუმროებს გახსნიან“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი სასტუმროები გაიხსნება ასევე გურჯაანში, ლაგოდეხსა და თუშეთში.
