ამერიკელი ბიზნესმენის და კომპანია "ტრამპის ორგანიზაციის" პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოში ხვალ დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოვა. ამის შესახებ
"ნიუსპრესს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებული დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და შესაძლოა ის შეიცვალოს.
ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება.
პრესსამსახურის ცნობით, ბათუმში "ტრამპ თაუერის" პროექტის პრეზენტაცია 22 აპრილს სავარაუდოდ 11:00-12:00 საათზე დაიწყება ამერიკელი ბიზნესმენის საქართველოში ვიზიტი "ბათუმი ტრამპ თაუერის" მშენებლობას უკავშირდება. ცათამბჯენის პროექტი უკვე მომზადებულია და მის პრეზენტაციას 22 აპრილს ბათუმში სასტუმრო "რედისონში" დონალდ ტრამპი თავად დაესწრება.
