მეწარმეების ძირითადი პრობლემა ჯარიმები, მაღალი გადასახადები და კომუნალური ხარჯებია
მეწარმეების ძირითადი პრობლემა ჯარიმები, მაღალი გადასახადები და კომუნალური ხარჯებია
13:34 20.04.2012
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ ბიზნესგარემოზე ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში  კორუფციის მაჩვენებელი შემცირდა.

გამოკითხულ მეწარმეთა 75% მიიჩნევს, რომ ბიზნესგარემო მეტნაკლებად ან საკმაოდ მიმზიდველია, 0,11%-მა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან, ხოლო 6%-მა სამთავრობო ორგანოებში ურთიერთობისას პრობლემად კორუფცია დაასახელა.

IFC-ის კვლევის თანახმად, 2011 წელს მსხვილ საწარმოებს ზრდის უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ, ვიდრე მცირე საწარმოებს. გამოკითხულ მსხვილ მეწარმეთა ნახევარზე მეტი 2011 წელს წინა წელთან შედარებით გაფართოვდა, მცირე საწარმოების კი, მხოლოდ 17%-მა შეძლო გაფართოვება. ამავე პერიოდში, გამოკითხულთა 43%-ში შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა. აღნიშნულის მიზეზად დაბალი საბაზრო მოთხოვნა სახელდება.

კვლევამ გამოავლიანა პრობლემები, რასაც მეწარმეები აწყდებიან. მათ შორისაა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ჯარიმები, მაღალი საგადასახადო განაკვეთები და კომუნალური ხარჯები.

კვლევის პროცესში საქართველოში 100-ზე მეტი მეწარმე გამოიკითხა.

IFC-ის პროექტი ავსტრიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების მთავრობების დაფინანსებით განხორციელდა.

ბეჭდვა