საქართველოში სიმსივნის ადრეული სტადიაზე აღმოჩენა გახდება შესაძლებელი.
დაავადების დადგენისთვის საჭირო სისტემა - PET/CT (პოზიტრონულ– ემისიური ტომოგრაფი/კომპიუტერული
ტომოგრაფით) სკანერი „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით საუნივერსიტეტო კლინიკა GE Healthcare -მა შეიძინა.
PET/CT სკანერის დამონტაჟება GE Healthcare-ში 2012 წლის მაისში დაიწყება. კლინიკის წარმომადგენელთა განცხადებით, აპარატურის არარსებობის გამო აქამდე ქართველ პაციენტებს საზღვარგარეთ გამგზავრება უწევდათ. შესაბამისად, ახალი მომსახურებით სარგებლობა მათ დროსა და დანახარჯებას შეამცირებს.
PET/CT სისტემა ფუნცქიონალური დიაგნოსტიკის ექსკლუზიური მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა სიმსივნის ადრეული გავრცელება იქნეს აღმოჩენილი. PET/CT სკანერი, პოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფისა (PET) და კომპიუტერული ტომოგრაფის (CT) კომბინაციაა. ამ ორი ტიპის კვლევის ერთდროული ჩატარება მაღალეფექტურია ისეთი სიმსივნის აღმოჩენაში, რომელიც შეიძლება ცალ-ცალკე მხოლოდ CT–ის თუ PET კვლევით არ გამოჩნდეს. PET/CT კვლევის დროს, პაციენტი საკვლევ მაგიდაზეა მოთავსებული და რგოლის მსგავსი ფორმის სკანერის ქვეშ მოძრაობს, რასაც სულ 20 წუთი ესაჭიროება.
ბოლო სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად სიმსივნის 7 000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება.
