სოლარიუმებისთვის ფიქსირებული გადასახადი წესდება
სოლარიუმებისთვის ფიქსირებული გადასახადი წესდება
15:05 19.04.2012
სოლარიუმებზე ფიქსირებული გადასახადი – 70 ლარი დაწესდება. ამის შესახებ შესაბამისი დამატება "სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების  შესახებ" მთავრობის დადგენილებაში შედის.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოლარიუმის ერთ კაბინაზე ფიქსირებული გადასახადი თვეში 70 ლარი იქნება.
ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლა მეწარმისთვის ნებაყოფლობითია.
აღნიშნული დადგენილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება. მანამდე კი, ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარიამ დეპუტატებს მიაწოდა.

ბეჭდვა