"საქართველოს ბანკმა" სესხების საგაზაფხულო სეზონი დაიწყო
"საქართველოს ბანკმა" სესხების საგაზაფხულო სეზონი დაიწყო
12:57 19.04.2012
"საქართველოს ბანკმა" ავტო და იპოთეკურ სესხებზე სპეციალური შეთავაზება მოამზადა.
როგორც "ნიუსპრესს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, მომხმარებელს, რომელიც  1 ივნისამდე "საქართველოს ბანკში" იპოთეკური სესხით ისარგებლებს, საჩუქრად სესხზე დარიცხული ორი თვის პროცენტი გადაეცემა. ის მომხმარებელი კი, რომელიც 1 ივნისამდე ავტოსესხს აიღებს, სესხზე დარიცხული ერთი თვის პროცენტისაგან გათავისუფლდება.
"საქართველოს ბანკის" იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში 750 ლარს და მეტს შეადგენს და სურს საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის, ასევე ავეჯის შეძენა, ბინისა და სახლის აშენება.
ავტოსესხით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც ასევე შეადგენს 750 ლარს და მეტს. ავტოსესხის ვადა 6 წლამდეა განსაზღვრული.

ბეჭდვა