არაყზე შესაძლოა, აქციზის განაკვეთი გაიზარდოს. ცვლილება აღნიშნულთან დაკავშირებით “საგადასახადო კოდექსში” შედის.
საგადასახადო კოდექსის დღემდე მოქმედი რედაქციით, არაყზე აქციზის განაკვეთი 3 ლარია, სამომავლოდ, კი შესაძლოა, 5 ლარამდე მოიმატოს.
ცვლილებების თანახმად, თავიდან ყალიბდება იმპორტის გადასახადის განაკვეთების ცხრილებიც.
კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა. პროექტის განხილვა კი - საპარლამენტო კომიტეტებში ჯერ არ დაწყებულა.
