„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში “საქართველოს ბანკის” ექსპრესის სერვისცენტრები განთავსდება.
ამის თაობაზე ხვალ ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სმარტში“ „ვისოლ ჯგუფისა“ და „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
მემორანდუმის თანახმად, „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესის სერვისცენტრები განთავსდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ვისოლ ჯგუფიდან“ აცნობეს, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საბანკო ოპერაციები 24 საათის განმავლობაში განახორციელოს.
