აზიის განვითარების ბანკი ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აფინანსებს
აზიის განვითარების ბანკი ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აფინანსებს
17:09 18.04.2012
აზიის განვითარების ბანკი ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას 140 მლნ აშშ დოლარით აფინანსების. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ქსიაო ჟაომ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ მოაწერეს.
პროექტის ფარგლებში ADB-ის მხრიდან უკვე გამოყოფილია 119 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. გზის მშენებლობას კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაუწევს.
ქობულეთის შემოვლითი გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, აშენდება რკინიგზის გადამკვეთი ესტაკადა, სატრანსპორტო კვანძები და ხიდები, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების სიახლოვეს იწყება, 20-მდე სოფელს გაივლის და მახინჯაურში სრულდება.
ქობულეთის 12,4 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობასთან ერთად, პროექტი ჩაქვი-მახინჯაურის გზის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს.

ბეჭდვა