სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში იმყოფებოდა.
მან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით 1,5 ჰექტარზე გაშენებული ხეხილის სადემონსტრაციო ბაღი დაათვალიერა.
ბაღში ვაშლის ახალი ჯიშების გამოცდა მიმდინარეობს. აღნიშნულ მეურნეობაში ყოველწლიურად 40 ტონამდე ვაშლის მაღალხარისხიან მოსავალს იღებენ.
„ახალი ჯიშები გლეხს მოსავლის გაზრდის და მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს. ჩვენი მიზანია ადგილობრივმა პროდუქტმა იმპორტირებული მთლიანად ჩაანაცვლოს და ექსპორტზეც გავიდეს“ - განაცხადა ზაზა გოროზიამ .
მინისტრმა ქარელში მშენებარე მექანიზაციის სერვისცენტრიც მოინახულა.
