ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე მიწებზე ქონების გადასახადი ჩამოწერას დაექვემდებარება. ამას "საგადასახადო
კოდექსში" ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის თანახმად, ჩამოწერას დაექვემდებარება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე არსებული ქონების (მათ შორის, მიწის) მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა.
გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს იმასაც, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში, ფიზიკური პირები საგადასახადო კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან.
