ჯარიმის დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია
ჯარიმის დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია
15:41 18.04.2012
საგადასახადო ვალდებულების ანალოგიურად, ჯარიმის დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია. აღნიშნულს "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები  ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ცვლილებების მიხედვით, თუ 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ბოლო წელს გადასახადის გადამხდელი წარადგენს მოთხოვნას ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე, დამატებით 1 წლით გაიზრდება დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა იმ პერიოდის მიმართ, რომელშიც ზედმეტობაა წარმოშობილია.

"საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების ავტორი ფინანსთა სამინისტროა.


ბეჭდვა