პრემიერი სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს
პრემიერი სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს
14:59 18.04.2012
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოების მიზნით სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ მთავრობის დადგენილებას პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა.
სამეთვალყურეო საბჭო 5 წევრის შემადგენლობით შეიქმნა და მასში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი შედიან.
პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილება უკვე ძალაშია.

ბეჭდვა