ნიკა გილაური სან-პაულოში დღეს შეხვედრებს გამართავს
ნიკა გილაური სან-პაულოში დღეს შეხვედრებს გამართავს
12:06 18.04.2012
ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ტანზანიის პრეზიდენტს ჯაკაია კიკვეტეს შეხვდება.
პრემიერი სან-პაულოში FIESP-ის (Federation of the Industries of the State of São Paulo) პრეზიდენტს პაოლო სკაფს, FGV-ს (Fundação Getúlio Vargas) საერთაშორისო პროექტების დირექტორს ანტონიო კარლოს კფური აიდარს, EMBRAER-ის კომერციული ავიაციის პრეზიდენტს პაოლო ცეზარ სილვას, სან-პაულოს სოფლის მეურნეობის ფედერაციის პრეზიდენტს ფაბიო მეირელესს, სან-პაულუს გუბერნატორს ჯერალდო ალკმინს და FECOMERCIO-ს (Federation for the Trade of Goods and Services of the State of São Paulo) პრეზიდენტს აბრამ სზაჟმანს შეხვდება.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბრაზილიაში 13 აპრილს გაემგზავრა. გილაური ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა ბრაზილიის საგარეო ურთიერთობების მინისტრს ანტონიო პატრიოტას და ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ ტემერს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი „პარტნიორობა ღია მმართველობისათვის“ სამიტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

ბეჭდვა