სააკაშვილი "ნესკრა ჰესის" მშენებლობას გახსნის
სააკაშვილი "ნესკრა ჰესის" მშენებლობას გახსნის
13:17 17.04.2012
მიმდინარე კვირაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სვანეთში "ნესკრას" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას დაესწრება. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის  პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი ინფორამციით ჰიდროელექტროსადგური 210 მეგავატიანი სიმძლავრისაა. მის მშენებლობაში 630 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 1200 მოქალაქე დასაქმდება.
"ნესკრა ჰესის" მშენებლობა 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ის 2017 წელს დასრულდება. მანანა მანჯგალაძის თქმით, აქ დასაქმებულ 1200 მოქალაქეს, 5 წლის განმავლობაში სტაბილური სამუშაო ადგილი და შემოსავალი ექნება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელზეც 2500-ზე მეტი მოაქალაქეა დასაქმებული. მშენებლობები ქვეყნის რამდენიმე რეგიონში - რაჭაში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, გურიასა და აჭარაშია დაწყებული. მათ ცოტა ხანში სვანეთიც შეემატება.
მანჯგალაძის ინფორმაციით, 2012 წლის ბლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება, სადაც მთლიანობაში 13 000 მოქალაქე დასაქმდება.
პრეზიდენტმა გასულ კვირაში "ლარსისა" და "დარიალჰესის" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დაათვალიერა.

ბეჭდვა