საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით ჰოლანდიის სტატისტიკის სამსახურს ეწვივნენ.
"საქსტატის" ინფორმაციით, ვიზიტი ორი ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ერთობლივი პროექტის ფარგლებში იმართება.
ქართველი სპეციალისტების ჰოლანდიაში ვიზიტის მიზანი შინამეურნეობების გამოკვლევის მეთოდოლოგიის დახვეწასა და გამოკვლევიდან მიღებული მონაცემების ხარისხის გაზრდაში კვალიფიკაციის ამაღლებაა.
ქართველი სპეციალისტები ჰოლანდიის სტატისტიკის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებს ეწვევიან.
პროექტი ჰოლანდიის მთავრობამ დააფინანსა.
