"საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრები აღდგომის დღესასწაულებზე სპეციალური განრიგით მუშაობენ
"საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრები აღდგომის დღესასწაულებზე სპეციალური განრიგით მუშაობენ
11:02 14.04.2012
"საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური განრიგით მუშაობენ.
როგორც "ნიუსპრესს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, 15 და 16 აპრილი "საქართველოს ბანკის" ყველა სერვის-ცენტრისთვის, მათ შორის მეტროში განთავსებული სერვის-ცენტრებისთვის, დასვენების დღეებია.
დღეს კი, ბანკის ყველა სერვის-ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და ექსპრესის სერვის-ცენტრები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ბანკში განმარტავენ, რომ მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 15 და 16 აპრილი განსაზღვრული, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შეტანა დღეს 14:00 საათამდე შეუძლიათ.
17 აპრილიდან "საქართველოს ბანკის" ყველა სერვის-ცენტრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

ბეჭდვა