"სილქტივის" მომხმარებელს "სმარტის" ტელემარკეტი სააღდგომო პროდუქციას სთავაზობს
"სილქტივის" მომხმარებელს "სმარტის" ტელემარკეტი სააღდგომო პროდუქციას სთავაზობს
16:12 12.04.2012
"სილქტივის" მომხმარებლებითვის "სმარტის" ტელემარკეტს სააღდგომო პროდუქციის კატეგორია დაემატა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "სილქნეტიდან" აცნობეს, "სილქტივის" მომხმარებლებს  "სმარტის" ტელემარკეტის სერვისით სააღდგომო პროდუქციის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ.
"სმარტის" მენიუში დამატებითი კატეგორია "სააღდგომო" გაჩნდა, სადაც პასკების ფართო არჩევანი ფასით 4-დან 9 ლარამდეა; ასევე, ტკბილეული, მზა კერძები და "სმარტის" საცხობის პროდუქცია.
"სმარტის" ტელე სუპერმარკეტის მეშვეობით შეკვეთა და შეუზღუდავი რაოდენობით სასურველი პროდუქტის ადგილზე მიღება თბილისის მასშტაბითაა შესაძლებელი.
პროდუქტის შეძენისას, არ არსებობს შეკვეთის მინიმალური ზღვარი. მომსახურებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. შეკვეთის ღირებულების გადახდა, როგორც "სილქ საფულის" საშუალებით, ისე ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორებითაა შესაძლებელი.


ბეჭდვა