სადაზღვევო კომპანიებისა და კლინიკების ურთიერთობის დარეგულირების მიზნით შექმნილ დოკუმენტს დღეს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი
მთავრობის სხდომაზე წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უნდა შეიქმნას კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც გარკვეულწილად სადაზღვეო კომპანიებისა და კლინიკების ურთიერთობის დამარეგულირებელი იქნება. კონკრეტულად განისაზღვრება თუ რა ვალდებულებები აქვთ სადაზღვეო კომპანიებს, კლინიკებს და ექიმებს.
პრემიერის განმარტებით, კონკრეტული რეგულაციები შეიქმნება, რომელსაც ყველა სადაზღვევო კომპანიას და კლინიკას შესთავაზებენ.
გილაურმა აღნიშნა, რომ აქამდე მოქმედი ხელშეკრულებები და რეგულაციები ხშირ შემთხვევაში პაციენტს პრობლემებს უქმნიდა და მისი უფლებები ხშირად დაუცველი იყო.
