სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია წეროვანის თანამედროვე ტიპის ახალ სათბურს ხვალ ეწვევა და ბოსტნეულის პირველ მოსავლს თავად აიღებს.
როგორც სამინისტროდან „ნიუსპრესს“ აცნობეს, მინისტრი პომიდვრის კრეფის პროცესში მიიღებს მონაწილეობას და აღებულ მოსავალს სარეალიზაციოდ, გლდანის აგრარულ ბაზარში ჩააბარებს.
მათივე ცნობით, ერთ ჰექტარზე გაშენებულ და თანამედროვე ტიპის სათბურში პომიდვრის ჩითილები თანამედროვე ტექნოლოგიით გამოიყვანეს. აღნიშნულ სათბურში წლის განმავლობაში 300 ტონა მოსავალის აღებას ელოდებიან.
ახალი სათბური სახელმწიფოს დაფინანსებით აშენდა და იქ 30 ადგილობრივია დასაქმებული. სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ტიპის სათბურების აშენება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.
