“ეპიკ დეველოპმენტი” საქართველოში პირველ სრულყოფილ პროექტს განახორციელებს
“ეპიკ დეველოპმენტი” საქართველოში პირველ სრულყოფილ პროექტს განახორციელებს
18:19 11.04.2012
სამშენებლო კომპანია “ეპიკ დეველოპმენტი” საქართველოში პირველი სრულყოფილი პროექტის განხორციელებას იწყებს.
სამშენებლო კომპანიის ახალი პროექტის პრეზენტაცია ხვალ „ბაზისბანკის“ სათაო ოფისში გაიმართება.
პრეზენტაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და ევროპული ნანოტექნოლოგიური სამშენებლო კომპანიის ALPENBAU-ს გენერალური დირექტორი დაესწრებიან.
“ეპიკ დეველოპმენტის” მიერ წარმოდგენილ პროექტში - „დაზღვეული სახლი პლეხანოვზე“ სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი” და ”ბაზის ბანკი” არიან ჩართული. აღნიშნული პროექტი მაზნიაშვილის ქუჩაზე განხორციელდება.
“ეპიკ დეველოპმენტი” ასევე პროგრამის ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” ფარგლებში, ქალაქის მერიასთან შეთახმებით, 15 ბინიან დაზღვეულ სახლს ააშენებს.
სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ „ეპიკ დეველოპმენტი“ პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც მშენებლობის პროცესში ნანოტექნოლოგიურ მასალას გამოიყენებს.

ბეჭდვა