კომპანია „სილქნეტმა“ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინტერნეტ პროვაიდერთან, „Level 3“-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, იგი ინტერნეტს ფრანკფურტიდან მიიღებს.
„Level 3“ ამერიკის უდიდესი ინტერნეტ მომწოდებელია. მის კლიენტებს შორის არიან „ფეისბუქი“ და „ფოქს ინტერნეიშენალი“.
„სილქნეტთან“ ხელშეკრულების გაფორმება იდეალური შესაძლებლობაა ჩვენი სტრატეგიის განსახორციელებლად. განვითარებადი ბაზრები კომპანია „Level 3“–ისთვის ყოველთვის საინტერესოა და საქართველო ამის შესანიშნავი მაგალითია, რადგან თქვენს ქვეყანაში სწრაფად იზრდება ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი, რომელთაც შეგვიძლია მაღალტექნოლოგიური სერვისი შევთავაზოთ“ - განაცხადა „Level 3“–ის ვიცე პრეზიდენტმა მარტინ ფორდმა.
