საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დღეიდან ტენდერს აცხადებს.
როგორც "ნიუსპრესს" საჯარო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ტენდერი რუსთავში, მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე მდებარე შენობების, შენობებში არსებული დასამისამართებელი ერთეულების სქემატური ნახაზების დამზადების და მათი ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურებაზეა გამოცხადებული.
ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება.
ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისთანავე, მსურველს საშუალება ექნება სატენდერო განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას გაეცნოს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა 15 დღეა.
წინადადებების მიღება 26 აპრილს სრულდება.
