"სმარტში" სააღდგომო აქციები დაიწყო
"სმარტში" სააღდგომო აქციები დაიწყო
11:56 11.04.2012
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად, სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" მომხმარებელს აქციებსა და ექსკლუზიურ ფასებს შესთავაზებს.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანიიდან აცნობეს, ერთ-ერთი შეთავაზება "სმარტის" წარმოების სააღდგომო პასკაა.
ტრადიციული პასკის გარდა, "სმარტი" მომხმარებელს სადღესასწაულო შოკოლადისა და კარამელის პასკებსაც შესთავაზებს. მათი ფასი 4,5 ლარიდან იწყება.
სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ქართული და უცხოური წარმოების ასაწონ შოკოლადზე "სმარტში" 15% ფასდაკლებაა.
"გვინდა "სმარტის" ერთგულ მომხმარებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ და სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად სპეციალური აქციები შევთავაზოთ" - აცხადებენ "სმარტში".
"ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები დღეისთვის, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, მარნეულში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე ფუნქციონირებს.

ბეჭდვა