თბილისის მინერალური წყლების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართება
თბილისის მინერალური წყლების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართება
10:05 11.04.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ მომზადებული კვლევის - "თბილისის მინერალური წყლების ბაზარი – მომხმარებლის არჩევანი" შედეგების  პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული კვლევის მიზანია, გამოავლინოს რომელ ბრენდს ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას და რომელია თბილისში პოპულარული მინერალური წყალი.
კვლევა 10-20 მარტის პერიოდში ჩატარდა, რომლის დროსაც თბილისის 11 რაიონში "პოპულის" ქსელის 15 სავაჭრო ობიექტი შეისწავლეს.
თითოეულ სავაჭრო წერტილში 65-75 მოქალაქის არჩევანი დაფიქსირდა.
კვლევა გაყიდვების რაოდენობას არ ითვალისწინებს, მასში დაფიქსირებულია მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი.
შედეგები დალაგებულია ბრენდების, თბილისის რაიონების, სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
კვლევაში ჩართული იყო ხუთი ადგილობრივი ბრენდი – ნაბეღლავი, ლიკანი, ბორჯომი, საირმე და ფლატე.

ბეჭდვა