ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის წილის მფლობელებისთვის შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენის უფლება მიეცა
ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის წილის მფლობელებისთვის შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენის უფლება მიეცა
19:22 10.04.2012
ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის წილის მფლობელებისა და ადმინისტრატორებისთვის შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენის უფლება მიეცა.
“კომერციული ბანკების შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
აქამდე მოქმედი ნორმით, პირს ეკრძალება, იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის.
აგრეთვე, პირი შეიძლება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, თუ იგი სასამართლომ არ ცნო ქმედუუნაროდ და არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის.
პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული კანონპროექტით კი, ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება მიენიჭა, რომ ნორმატიული აქტითაც განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.

ბეჭდვა