ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-პორტალის www.eauction.ge-ს საიუბილეო კონფერენცია დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა.
კონფერენციაზე 2 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და საიტის მომავალი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
ვებ-გვერდზე სახელმწიფო და კერძო ქონების ყიდვა-გაყიდვა ელექტრონული აუქციონის ფორმითაა განთავსებული.
იგეგმება სისტემაში WAP ვერსიის გაშვება, რისი საშუალებითაც მომხმარებლები სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით აუქციონზე ვაჭრობას შეძლებენ.
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის ამერიკული მოდელი - ინტერნეტაუქციონი საქართველოში 2010 წელს დაინერგა და პირველი აუცქციონი 31 მარტს გაიმართა.
2 წლის განმავლობაში საიტზე 41 000-მდე აუქციონი გამოცხადდა. პორტალის წლიურმა ბრუნვამ 57 472 251 ლარი შეადგინა.
ვებ-გვერდიდან შესაძლებელია ელექტრონული გადახდები, საბანკო გარანტიით სარგებლობა, პლასტიკური სადებეტო ბარათის შეკვეთა, სასურველი ნივთის განვადებით შეძენა და სხვა.
