საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა მიმდინარეობს
საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა მიმდინარეობს
18:19 10.04.2012
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომა მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მხრიდან კომისიის თავმჯდომარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაა, ხოლო ყაზახეთის მხრიდან - ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ასკარ ჟუმაგალიევი.
კომისიის სხდომაზე საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთერთობების ძირითად მიმართულებებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, ტურიზმის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის, კულტურის და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობას განიხილავენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვერა ქობალია და ასკარ ჟუმაგალიევი კომისიის სხდომის ოქმს მოაწერენ ხელს და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ბეჭდვა