„აირზენა“ კიევში ხვალიდან ყოველდღე იფრენს
„აირზენა“ კიევში ხვალიდან ყოველდღე იფრენს
16:55 10.04.2012
ავიაკომპანია "აირზენა" თბილისი-კიევი-თბილისის ყოველდღიურ რეისს ხვალიდან აღადგენს.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, რეისები ყოველ დღე 15:30 საათზე შესრულდება, ფრენა 2,5 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
მგზავრებს 110 ადგილიანი თვითმფრინავი მოემსახურება.
მისივე ინფორმაციით, „აირზენამ“ კიევში პირდაპირი რეისები ზამთარში შეწყვიტა, უკრაინაში ქართული დიასპორის მოთხოვნის გამო კი, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მისი აღდგენა გადაწყდა.
ამასთან, 18 აპრილიდან "აირზენა" თბილისი-მოსკოვის ყოველდღიურ რეისებს "დომოდედოვოს" აეროპორტის ნაცვლად "ვნუკოვოში" განახორციელებს.
„ვნუკოვოს“ რემონტი ჩაუტარდა, განახლდა და ის ჩვენს მგზავრებს „დომოდედოვოზე“ უფრო კომფორტულად მოემსახურება“ - განაცხადა გიორგობიანმა.

ბეჭდვა