საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველომ საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის 2012
წლის I კვარტლის სტატისტიკური გამოკვლევა დაიწყო.
როგორც "ნიუსპრესს" "საქსტატიდან" აცნობეს, გამოკვლევას ქვეყანაში მოქმედი ყველა ის საწარმო ექვემდებარება, რომელსაც არარეზიდენტებთან ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობა აქვს.
აღნიშნული გამოკვლევის შედეგად, 2012 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ქვეყნების, ეკონომიკის სექტორების შესახებ მონაცემები გახდება ცნობილი.
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის გამოკვლევის შედეგები ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის, საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის მაჩვენებლების გაანგარიშების საფუძველია.
მონაცემები 2012 წლის 11 ივნისს გამოქვეყნდება.
