აჭარაში იაპონური ჯიშის მანდარინის ნერგები დაირგვება
აჭარაში იაპონური ჯიშის მანდარინის ნერგები დაირგვება
14:35 10.04.2012
აჭარაში, დაბა ჩაქვში იაპონური მანდარინის 8 000 ნერგი 8ჰა ფართობზე დაირგვება.
როგორც "ნიუსპრესს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სულ 9 იაპონური ჯიშია  შერჩეული. ციტრუსი სრული დატვირთვის მსხმოიარობაში მე-4-მე-5 წელს შედის, ხოლო პირველ ნაყოფს მესამე წელს იძლევა.
სამინისტროს ცნობით, სრული დატვირთვით მსხმოიარობის პირობებში 1ჰა-ზე 20-25 ტონა ნაყოფი მოდის, ჯამური მოსავლიანობა კი, 8ჰა ნაკვეთზე 160-200 ტონაა.
სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს აგრობიზნესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს მანდარინი წარმოადგენს, რომლის პოტენციალის გაზრდის მიზნით, აუცილებელი გახდა ციტრუსის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ადგილობრივი ასორტიმენტის გაუმჯობესება.

ბეჭდვა